როგორ ჩავერთოთ პროექტში
პროექტი ხორციელდება ე.წ. „ტრენერების ტრენინგის“ მიდგომის მიხედვით. ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO) ჩაუტარდებათ ტრენინგები, რათა მათ შეძლონ: 1) ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების საკითზე საჯარო საინფორმაციო კამპანიებს უხელმძღვანელონ ქვეყნის მასშტაბით; 2) ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (SME) მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ მცდელობებში  ევროკავშირის სტანდარტებთან მოვიდნენ შესაბამისობაში და ექსპორტზე გავიდნენ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

ტრენინგების გავლის შემდეგ, ადგილობრივი CSO-ები ისეთ აქტივობებში ჩაერთვებიან, რომლებიც SME-ების ინფორმირებულობის დონეს გაზრდის საკითხებზე როგორიცაა, მათ შორის: DCFTA-ით გათვალისწინებულ შესაძლებლობები; ევროკავშირის რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლისთვის არსებული და ხელმისაწვდომი მხარდაჭერის პროგრამები; არხები, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების დამყარებაში დაეხმარებათ. ასევე, CSO-ებს პროექტით გათვალისწინებულ რეგრანტინგის მექანიზმზე განაცხადების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ, იმისათვის, რომ მათი აქტივობების განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ პროექტიდან.

DCFTA-ის ან ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების მიღების მსურველ SME-ებს მოვუწოდებთ, დაგვიკავშირდნენ შემდეგ მისამართზე:

ელ-ფოსტა: info@georgiadcfta.ge
ტელეფონი: +995579532121.

გთხოვთ, შეავსეთ კითხვარი, რათა თქვენი საჭიროებებისა და ბიზნეს აქტივობების შესახებ უკეთ გავიგოთ. კითხვარი ხელმისაწვდომია აქ. (სარეგისტრაციო ფორმა 22 კითხვით, პლიუს ერთი დამატებითი კითხვა: რას ელიან ჩვენგან?-ეს კითხვა დაემატოს კითხვარს; ლინკი)

თქვენი კითხვიდან გამომდინარე, კონსოციუმი ან თავად გიპასუხებთ და გაგიწევთ კონსულტაციას, ან შესაბამის ადგილობრივ CSO-სთან დაგაკავშირებთ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პროექტი მხოლოდ საქართველოს რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ SME-ებს ეხება. თუკი თქვენი SME თბილისში მოღვაწეობს და რეგიონული ფილიალები არ აქვს, ამის მიუხედავად, თქვენ მაინც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და კონსოციუმის გუნდი ყველანაირად შეეცდება გაგიწიოთ დახმარება.