რეგრანტინგი
პროექტის რეგრანტინგის მექანიზმი იმ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) მხარდასაჭერად შეიქმნა, რომლებიც ტრენინგების დროს ან პროექტთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებში თავიანთ შესაძლებლობსა და მოტივაციას წარმოაჩენენ: 1) ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის საინფორმაციო კამპანის უხელმძღვანელონ; 2) მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (SME) ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესვლის მისწრაფებაში დაეხმარონ.

რეგრანტინგის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იყო საქართველოს ცხრავე რეგიონსა და აჭარის ავონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი CSO-ებისთვის. თბილისში დაფუძნებულ და მოქმედ CSO-ებს, რეგრანტინგის მოსაპოვებლად განაცხადის შემოტანა არ შეეძლოთ, რადგან პროექტის მიზანი რეგიონების CSO-ების ჩართულობა და მხარდაჭერა იყო.

რეგრანტინგის მოპოვებისთვის ორჯერ გამოცხადდა განაცხადების მიღება:

I. DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანია – განაცხადები მიიღებოდა CSO-ებისგან, რომლებიც DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის საკომუნიკაციის სტრატეგიაში მონაწილეობით იყვნენ დაინტერესებულნი. CSO-ებს განაცხადების შემოტანა შეეძლოტ შემდეგი აქტივობებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად: ტრენერების ქსელის გაფართოება (სხვა CSO-ებისთვის DCFTA-ის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება), ღონისძიებების ჩასატარებლად (DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციაზე რეგიონული დისკუსიები, სიმულაციები და სხვ.), ისეთი აქტივობები რომლებიც რაიმე პროდუქტის შექმნას უკავშირდება (სტატიები, ბავშვების ნახატების გამოფენები, რეგიონული TV და რადიო პროგრამები და სხვ.) და სხვა ინიციატივები. განაცხადების შერჩევისთვის შეფასების კრიტერიუმია: თუ რამდენად ორიგინალურია განაცხადი და რამდენად დიდი მისი სამიზნე ჯგუფებთან მიღწევადობის ხარისხი, იქნება ეს ეთნიკური უმცირესობები თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის: ქალები და ახალგაზრდა მეწარმეები, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები.

II. SME-ებისა და საჯარო მოხელეების ინფორმირეულობის DCFTA-ის შესახებ – აპლიკაციების მიიღებოდა იმ CSO-ებისგან, რომლებიც SME-ებისა და საჯარო თანამდებობის პირების ტრენინგებში იღებდნენ მონაწილეობას. CSO-ებმა ისეთი საპროექტო წინადადებები უნდა გამოეგზავნათ, რომლებიც ადგილობრივ SME-ებსა და საჯარო მოხელეებს DCFTA-ისა და SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის საჭირო უნარებითა და ინფორმაციით აღჭურავდა. ასეთი აქტივობები შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, პირისპირი ინტერვიუებიდან დაწყებული პრაქტიკული სასწავლო სავარჯიშოებით დამთავრებული. პროექტის შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები იყო  პროექტის წინადადების ორიგინალობა და სამიზნე აუდიტორიაზე მისი წვდომა. თუმცა, სიღრმისეული ინფორმაციის მიცემის უნარიც (იმაზე მეტი ინფორმაციის, ვიდრე ეს DCFTA-ის სახელმძღვანელოსა და სხვა მასალებშია მოცემული) მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენდა. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა მიზანიც SME-ების ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერილ პროექტებთან/მექანიზმებთან დაკავშირებაა. მაგალითად, როგორიცაა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციტივა, რომლის მიზანიც ქართველი მეწარმეების ევროკავშირის ერთიან ბაზართან გაცნობის მხარდაჭერაა. ასევე, უპირატესობა მიენიჭა ტრენერთა ქსელის მხარდაჭერაზე ორიენტირებულ პროგრამებსაც, რომლებიც ზემოთხსენებულ აქტივობებში საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებდნენ.

საერთო ჯამში, 1,000 ევრომდე ბიუჯეტის 60 გრანტი გაიცა, რომელიც სამართლიანად და თანაბრად განაწილდა პირველი და მეორე ჯგუფის პროექტების და საქართველოს ცხრავე რეგიონსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოქმედი ორგანიზაციების წინადადებების დასაფინანსებლად. შერჩეული პროეწტები განხორციელდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 მარტამდე.