DCFTA-ის კომუნიკაციის სახელმძღვანელო (Communication Toolkit)
პროექტის ფარგლებში, კონსოციუმის ექსპერტების მიერ ტრენინგების სახელმძღვანელო შეიქმნა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (CSO), ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციებისა (BSO) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (SME), ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების არსის გასაგებად DCFTA-ის კომუნიკაციის სახელმძღვანელო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. მას, როგორც ძირითად ტრენინგ მასალას ის CSO-ები და BSO-ები გამოიყენებენ, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას საქართველოს რეგიონებში SME-ებისთვის ტრენინგებს ჩაატარებენ. ამ სახელმძღვანელოს ძირითადი მიზანია დაეხმაროს CSO-ებსა და BSO-ებს  საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილეები გახდნენ, თავად კი, თავის მხრივ, დახმარება გაუწიონ SME-ებს, რათა მათ ევროპელ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად წარმატებული ბიზნესი შექმნან.

DCFTA-ის სახელმძღვანელო მარტივი ენითა და პრაქტიკული მაგალითების (საქართველოს, ლიტვის და სლოვაკეთის მაგალითები) მეშვეობით ხსნის თუ: რა არის DCFTA-ი; რას ნიშნავს ის საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის, და კერძოდ SME-ებისთვის; როგორ ხდება DCFTA-ის იმპლემენტაცია საქართველოში; რა შესაძლებლობებს სთავაზობს იგი SME-ების; და რაში მდგომარეობს DCFTA-ის გამოწვევები და პოტენციური რისკები. ასევე, სახელმძღვანელო ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის შესახებ პრაქტიკულ ინფორმაციასაც მოიცავს (მათ შორის, საქართველოში წარმოებული იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პოტენციალი აქვს). დამატებით, სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია: თუ როგორ უნდა იპოვნონ SME-ებმა პოტენციური ბიზნეს პარტნიორები ევროკავშირშირის ერთიანი ბაზრის ქვეყნებში; როგორ უნდა გაიტანონ პროდუქტი ექსპორტზე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე; რა პირობებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია და მისი პროდუქცია, რომ ის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოხვდეს.

აღნიშნული სახელმძღვანელო ერთგვარი პრაქტიკული ტრენინგ მასალაა, რომელიც მარტივად ხსნის DCFTA-ისა და საქართველოში მისი იპლემენტაციის არსს და რეგიონებში მოქმედ SME-ებს აწვდის ისეთ ინფორმაციას, რაც მათ DCFTA-ისგან მიღებული სარგებლის მაქსიმიზაციაში დაეხმარება.

DCFTA-ის კომუნიკაციის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აქ.