ტრენინგები  CSO-ებისათვის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) გამოკითხვის (ნახვა) შედეგებზე დაყრდნობით, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული CSO-ების ისეთი უნარებით აღჭურვას, რაც მათ DCFTA-ის შესახებ საინფორმაციო კამპანიების დამოუკიდებლად წარმოებაში დაეხმარება და ასევე, საშუალებას მისცემს CSO-ებსა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს (BSO), რომ მათ კონსულტაციის გზით დახმარება გაუწიონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (SME). ტრენინგის მიზნის ორი ნაწილისგან შემდგარი ტრენინგების ჩატარებით უნდა მიღწეულიყო. ტრენინგი ჩატარდა 2018 წლის მარტსა და აპრილში, ტრენინგების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად გთხოვთ გადადით "ახალი ამბების" სექციაზე. 

ნაწილი 1 – CSO-ების ჩართვა DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანიაში. 61 მუნიციპალიტეტიდან, სულ მცირე 110 CSO აღიჭურვა DCFTA-ის შესახებ საინფორმაციო კამპანიების დამოუკიდებლად წარმართვისთვის საჭირო უნარებით. 

ნაწილი 2 – CSO-ებისა და BSO-ების (CSO-ების გადამფარავი ფუნქციებით) ჩართულობა DCFTA-ისა და SME-ის პოლიტიკასთან მიმართებით SME-ებისათვის დახმარების გაწევის საკითხში. 61 მუნიციპალიტეტიდან, სულ 163 CSO-ს ჰქონდა შესაძლებლობა, კონსულტაცია და დახმარება გაეწიათ ადგილობრივ SME-ებისთვის. ორ დღიანი ტრენინგები საერთო ჯამში 10 ქალაქში ჩატარდა, თითო-თითო საქართველოს ცხრა რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. პროექტიდან განზრახ გამოირიცხა თბილისი, რადგან პროექტი ცდილობს უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვოს ის რეგიონული ორგანიზაციები, რომლებსაც ინფორმაციაზე საკმარისი წვდომა ამჟამად არ გააჩნიათ.  CSO-ების წარმომადგენლების შერჩევა მოხდა მათი მოტივაციის მიხედვით: თუ რამდენად იყვნენ  დაინტერესებულნი DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანიაში ჩართვით და მხარი დაეჭირათ ადგილობრივი SME-ების მცდელობისთვის, რომ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოიპოვონ წვდომა. შერჩევის დროს, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, გენდერული ბალანსი და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობაც იქნა გათვალისწინებული.

CSO-ები გაიარეს იმ პირობით, რომ ისინი პროექტის დასრულების შემდგომ DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციაზე საინფორმაციო კამპანიას დამოუკიდებლად აწარმოებდნენ და SME-ებისა და საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგებს ჩაატარებდნენ. ასეთი აქტივობების განსახორციელებლად, CSO-ებმა ფინანსური მხარდაჭერა პროექტის რეგრანტინგის მექანიზმის მეშვეობით მიიღეს (ნახვა).
რისი სწავლის შესაძლებლობა მიეცათ CSO-ებს ტრენინგებზე:

- რა არის DCFTA და როგორ შეუძლიათ CSO-ებს მისი საზოგადოებამდე მიტანა;
- რას სთავაზობს DCFTA SME-ებს და როგორ შეუძლიათ CSO-ებს გაუწიონ მათ დახმარება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლისა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის მოპოვების პროცესში;
- როგორ უნდა ჩაერთონ DCFTA-ის იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში;
- როგორ უნდა დაეხმარონ მთავრობას DCFTA-ის იმპელემტაციაში; და
- როგორ უნდა შეიტანონ განაცხადი პროექტის რეგრანტინგის მექანიზმზე და წარმატებულად როგორ უნდა განახორციელონ პროექტი.